რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კომპანია, რომელიც Bookmate book სერვისს ფლობს, მედიასაშუალებების რეესტრში „უცხოელი აგენტის“ სახელით შეიყვანა.
რეესტრში ასევე შედიან ანდრეი ბაევი (ბუკმატის დირექტორი რუსეთში) და ალექსეი დოკუჩაევი (ბუკმატ მარკეტინგის დირექტორი და წიგნის გამომცემლობის Individuum და Popcorn Books-ის აღმასრულებელი დირექტორი).
პირთა სიაში - „უცხოელი აგენტები" შედიან ტელეკომპანია Dozhd-ის დამფუძნებელი ნატალია სინდეევა, არხის წამყვანი ვლადიმერ რომენსკი, ასევე „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის წამყვანი და ხელმძღვანელი ეკატერინა კოტრიკაძე.
ორი კვირის წინ მისმა მეუღლემ, „დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ „უცხოელი აგენტის“ სტატუსი მიიღო.
გარდა ამისა, ადვოკატი მიხალ ბენიაში, პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი, ასევე ჟურნალისტი და ვიდეო-ბლოგერი ივან იაკოვინა დაემატნენ „უცხოელი აგენტების" სიას.